დღეს, 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებებიც გამოცხადდა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მასწავლებელ დავით ადუაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აქციების მონაწილე მარიკა სვანიშვილსა და ნენე გაბლაიას, ამავე მიზეზით, 3-3-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.





