საქართველოში კრიპტო-მეგობრული გარემოა. აქ კრიპტოინდუსტრიის ინტერესი მაღალია, ბაზარი აქტიურია და ბევრ ადამიანს სურს ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Bybit, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ბაზარს, მართონ ციფრული აქტივები და კრიპტო ტრანზაქციები უფრო მოწესრიგებულად განახორციელონ.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მუშაობს კრიპტო ბაზარი საქართველოში.
კრიპტო ბაზარი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
საქართველოში კრიპტოაქტივების ფლობა, ყიდვა და გაყიდვა ლეგალურია, ანუ როგორც ფიზიკურ პირს, შეგიძლია თავისუფლად მართოს აქტივები: შენახვა, გამოტანა, გაყიდვა ან ტრანზაქციები. ამასთან, ერთი დეტალია მნიშვნელოვანი: ვირტუალური აქტივი არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება აკრძალულია, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG) სპეციალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მომსახურების განხორციელებისთვის. ეს ნიშნავს, რომ კრიპტო ლარის ალტერნატივა არ არის.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას: საქართველოში კრიპტო-სერვისების კომპანიებს (VASP) NBG-ის რეგულაციები ეხება, რაც პირდაპირ უკავშირდება AML/CFT მოთხოვნებს. ამიტომ პლატფორმაზე ხშირად შეგხვდება KYC/ვერიფიკაცია და ზოგჯერ ტრანზაქციის წყაროს დადასტურების მოთხოვნაც (განსაკუთრებით დიდი და არასტანდარტული ოპერაციებისას).
როგორ მუშაობს კრიპტო ბაზარი პრაქტიკაში: ყიდვა-გაყიდვა, შემოსავალი და კონვერტაცია
ქართული კრიპტო ბაზარი გლობალურ ფასებს მიჰყვება, მაგრამ აქ პროცესს სპეციფიკას განაპირობებს, რა გზით შეგაქვს, გაგაქვს და აკონვერტირებ თანხას.
სად ხდება აქტივობა
- ბირჟები/პლატფორმები – აქ ხდება ყიდვა-გაყიდვა (Spot), კურსის მიხედვით კონვერტაცია და პორტფელის მართვა.
- საფულეები – როცა გინდა აქტივი შენს კონტროლში იყოს და გადაადგილება თავად მართო (გაგზავნა და მიღება).
- P2P – როცა კრიპტოს ყიდვა-გაყიდვა პირდაპირ სხვა ადამიანთან ხდება.
შემოსავალი კრიპტოში: რა ხდება შემდეგ
ბევრი ფრილანსერი და დისტანციურად მომუშავე ადამიანი საქართველოში იღებს ანაზღაურებას კრიპტოში უცხოეთიდან. შემდეგ კი ორი ძირითადი არჩევანი აქვთ:
- შეინახონ ნაწილი კრიპტოში (გრძელვადიანი შენახვა/დივერსიფიკაცია).
- დააკონვერტირონ ფიატში ყოველდღიური ხარჯებისთვის, განსაკუთრებით ლარში.
კონვერტაცია ფიატში და თანხაზე წვდომა
როცა გჭირდება ყოველდღიურობისთვის დანაზოგი, ჩვეულებრივ დააკონვერტირებ კრიპტოს ლარში (ან USD, EUR) და შემდეგ თანხაზე წვდომას იღებ ბანკის არხებით (ანგარიში/ბარათი). პრაქტიკაში ეს არის ყველაზე გავრცელებული გზა, რადგან ლარი რჩება ყოველდღიური ანგარიშსწორების მთავარ საშუალებად.
რა ხარჯები გხვდება ტიპურად
- Network fee – თუ კრიპტოს ბლოკჩეინზე გზავნი/გადმოგაქვს (ონჩეინ ტრანსფერი).
- სავაჭრო საკომისიო – ყიდვა-გაყიდვისას (Spot ტრანზაქციები).
- გატანის საკომისიო – ფიატის გატანაზე (არხისა და სერვისის მიხედვით).
საბოლოოდ, საქართველო კრიპტო ბაზარი ყველაზე მეტად დანარჩენი მსოფლიოსგან იმით განსხვავდება, რომ აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონვერტაცია ლარში და დანარჩენი ლოგიკა კი გლობალური ბაზრის წესებს მიჰყვება.
საქართველო როგორც კრიპტო-მეგობრული ქვეყანა
საქართველო ბევრისთვის კრიპტოს მხრივ კარგი ადგილია, რადგან აქ ერთდროულად გაქვს თავისუფლება, მოქნილობა და პრაქტიკული ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში, კრიპტოაქტივების ფლობა და ვაჭრობა ლეგალურია, რაც ბაზარზე მოქმედების სივრცეს ქმნის. მეორე მნიშვნელოვანი პლუსია ინფრასტრუქტურა: საქართველოში მარტივია კრიპტოს მართვა, მიღება და საჭიროების შემთხვევაში ფიატში (მაგ. ლარში) კონვერტაცია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
კიდევ ერთი მიზეზი არის ქვეყნის მრავალფეროვნება: აქ ბევრია ექსპატი, ფრილანსერი და დისტანციურად მომუშავე ადამიანი, ვისაც შემოსავალი უცხოეთიდან აქვს და კრიპტოს იყენებს როგორც მოქნილ ფინანსურ ინსტრუმენტს.
ამასთან, მიუხედავად თავისუფალი გარემოსი, სერვისების ნაწილში არსებობს რეგულირების ჩარჩო, თუმცა ეს მომხმარებლისთვის დაბრკოლება სრულიად არაა. ეს რეგულაციები კომპანიებს ეკისრებათ და მომხმარებლისთვის მეტ სიცხადესა და უსაფრთხოების სტანდარტებს ქმნის.
შეჯამება
საქართველოში კრიპტო ბაზარი გლობალურ ფასებსა და ტენდენციებს მიჰყვება, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებ თანხის შეტანას, კრიპტოს ყიდვა-გაყიდვას და ლარში კონვერტაციას. კრიპტოაქტივების ფლობა და ვაჭრობა ლეგალურია, თუმცა კრიპტო ლარის ოფიციალურ ალტერნატივად არ ითვლება და გადახდებზე მოქმედებს შესაბამისი შეზღუდვები. ინფრასტრუქტურის ნაწილში რეგულაციები ძირითადად სერვის-პროვაიდერებს ეხება, რის გამოც შესაძლოა შეგხვდეს ვერიფიკაცია და შესაბამისობის მოთხოვნები. თუ წესებს იცავ და დეტალებს ამოწმებ, საქართველოში კრიპტოთი საქმიანობა საკმაოდ მოქნილი და პრაქტიკული გამოცდილებაა.





