ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს, ისინი ეწყობიან რუსეთს, ისინი საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. მგონია, ეს მათთვის გეოპოლიტიკურად ძალიან წინდაუხედავი სტრატეგიაა, მაგრამ ეს არის თავზარდამცემი სტრატეგია მათი ხალხისთვის, რომელთაც ახლა აქვთ ყველაზე მცირე თავისუფლება, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ - არ შეუძლიათ დემონსტრაციის თავისუფლად გამართვა. ქართულმა ოცნებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუ დამტკიცდება, რომ სიმართლეა, რასაც BBC იუწყებოდა, თუმცა სამხილები აჩვენებს, რომ ეს [სიმართლე] არის...
ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით უნდა წასვლა: სურთ ევროპისკენ წასვლა? მაშინ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. თუ სურთ, რომ იყვნენ რუსული ორბიტის ნაწილი? - რომელ შემთხვევაშიც მათ უნდა გაიწვიონ ყველანაირი ამბიცია და იყვნენ გულახდილები საკუთარი მოსახლეობისადმი...
ერთადერთი რამ, რაც საქართველოზე ჯერ კიდევ იმედისმომცემია, არის ქართველი ხალხი, არის გამბედაობა ხალხისა, როგორიცაა მზია ამაღლობელი - რომელსაც სახაროვის პრიზი ძალიან კარგი მიზეზით გადავეცით - და ხალხი, რომლებსაც ვხვდებით საქართველოში, რომლებიც კვლავ გამოდიან ქუჩაში იმ საფრთხის მიუხედავად, რომელშიც თავს იგდებენ.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ შესწორებების წარდგენას, რათა ვნახოთ, როგორ შეგვეძლება ეფექტურად დავასანქციროთ ქართული ოცნების მთავრობა, ისე, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი პოზიცია აქ ნათელია - საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ ქართული ოცნება - არა.





