TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება - ჯაფარიძე POSTV-ის დასანქცირებაზე

ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, TV პირველთან კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ტელევიზიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ხელფასებზე, არც რეკლამებზე. 

ჯაფარიძემ დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფოსგან ყველაფერს ელოდებოდა, ვინაიდან "კანონის" მხარდაჭერისთვის დაასანქირეს, "რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ." 

"ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ კამიტის გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები გამოუთქვა.

ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს ქართველმა მოსახლეობამ? არ მაინტერესებს მაგათი აზრი.

ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან, ეს ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ აგენტურის, ბრიტანელების ბანკები არიან.

ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა.

(...) რატომ უნდა გითხრათ, (რომელ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა), რას ლაპარაკობთ, [ხელზე არ გავცემთ] ხელფასებს.

ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. არ არის თქვენი საქმე (მაქვს თუ არა ქართუ ბანკთან კომუნიკაცია)

გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა." - თქვა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო TV იმედისა და POSTV-ის სანქცირებამდე 25 დღით ადრე, ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში ზაზა მარიდაშვილს გადასცა. 

კომენტარები