ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ

GETTY IMAGES

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს განიხილავენ. ანგარიშის პროექტს კომიტეტზე საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად მხოლოდ სიტყვიერად რჩება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ არამხოლოდ შეაჩერა, არამედ გადაუხვია საქართველოს ევროპული გზიდან. ასევე წერია, რომ უკუსვლა შეინიშნება დაწესებულ 9 პრიორიტეტში, რომლებიც საქართველომ, როგორც გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყანამ მიიღო.

ანგარიშის პროექტის თანახმად, "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა, 'გრანტების შესახებ' კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით, უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა".

პროექტი ასევე გახს უსვამს საქართველოში პოლიტიკური მართმსაჯულების შემთხვევებს, კერძოდ პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაკავებასა და სამართლებრივი დევნას.

პროექტში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებისა და წევრი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ "სისტემატურ კამპანიას აგრძელებს".

კომენტარები