ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე

იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტის ანგარიში სამართლიან არჩევნებს, რეჟიმზე სანქციებს მოითხოვს

დასანანია, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტს უწევს, შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი სახელმწიფოს, პროგრესი, არამედ - ქვეყნის უდიდესი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკი ავტოკრატიისკენ. ეს არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შიგნიდან პრორუსული მთავრობა დაეუფლოს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე.

გაყალბებული არჩევნები; მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი; ჟურნალისტებისა და ოპოზიციის პოლიტიკოსების დაკავება; ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტების, რომლებიც ანგარიშშია ნახსენები.

ანგარიში მოითხოვს ახალ, სამართლიან არჩევნებს; სანქციებს რეჟიმზე; მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვა.

თქვა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოზე 2023-2024 წლის ანგარიშს, რომელიც მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა

კომენტარები