რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გვჯერა ზელენსკი-პუტინის შეხვედრის, სადაც ტერიტორიული საკითხები გადაიჭრება – უიტკოფი

სტივ უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს სჯერა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გაიმართება შეხვედრა, რომელზეც ტერიტორიულ და სხვა სახის საკითხებს გადაჭრიან. მის სიტყვებს, რომლებიც მან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრა YES-ზე თქვა, უკრაინული მედია ციტირებს.

"ჩვენ დიდად გვჯერა ამ შეხვედრის, ვთვლით, რომ ნაწილობრივ ჩვენ ვცდილობდით გადაგვეჭრა ყველა სხვა საკითხი, შემდეგ კი ლიდერებისთვის ტერიტორიის საკითხი დაგვეტოვებინა. დიახ, ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს ტერიტორიებზე, გვჭირდება გადავხედოთ ყველა განსხვავებულ კონცეფციას". - თქვა უიტკოფმა.

უიტკოფის თქმით, აშშ-ში სჯერათ, რომ ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება შეთანხმების დამტკიცება და ტერიტორიული საკითხის გადაჭრა.

"საკითხების დადასტურება, რომლებსაც განვიხილავდით: კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა და კრედიტის შესაძლებლობები უკრაინული სისტემისთვის.  ამიტომაც, შეხვედრა [ჩატარების შემთხვევაში] მოიცავდა უსაფრთხოების გარანტიებსაც. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მოიცავდა ტერიტორიის საკითხს. ამიტომ, ჩვენ ამის ძალიან გვჯერა." - თქვა უიტკოფმა უკრაინული მედიის ცნობით.

ამას გარდა უიტკოფმა თქვა, რომ უკრაინის დელეგაციის მეთაურსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს, რუსტემ უმეროვს ამ კვირაში შეხვდება. შეხვედრა ჟენევაში გაიმართება.

კომენტარები