პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვასა და რეალიზაციაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 1.565 გრ. ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა 2025 წლის სექტემბრის თვეში ფულადი თანხის სანაცვლოდ ოთხ ეტაპად უკანონოდ გაასაღა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ) წარედგინა.





