აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 თებერვალს დაადასტურა, რომ ბეირუთში აშშ-ს საელჩოდან ათეულობით არასაჭირო თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა.
თავდაპირველად ლიბანურმა მაუწყებელმა, LBCI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეგიონში მოვლენების მოსალოდნელი განვითარების გამო, მიღებული იქნა გამაფრთხილებელი ზომები."
"სახელმწიფო დეპარტამენტმა ბეირუთში აშშ-ს საელჩოდან არასასწრაფო სამთავრობო პერსონალისა და შესაბამისი ოჯახის წევრების გამგზავრების ბრძანება გასცა." - განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Jerusalem Post-ს.
"ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების გარემოს და ბოლო შეფასებით, განვსაზღვრეთ, რომ წინდახედული იქნება, თუკი ადგილზე მხოლოდ საჭირო პერსონალი დარჩება." - დაამატა სახდეპის სპიკერმა.





