ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

კინწურაშვილმა, დემეტრაძემ, ბარათაშვილმა და კალატოზიშვილმა აბაშიძის თეატრი დატოვეს

განახლება: ვასო აბაშიძის თეატრი კიდევ ოთხმა მსახიობმა, მანუ თავაძემ, დათო ბეშიტაიშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ტასო ჭანტურიამ დატოვეს.

კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს. 

მსახიობებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს. 

"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ." - ვკითხულობთ მსახიობების განცხადებებში. 

ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი. 

მანამდე, 19 თებერვალს სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გადაღებისთვის ჩამოხსნენს, რასაც მსახიობების პროტესტი მოჰყვა და ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე დააბრუნეს. 

აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ივანიშვილის რეჟიმმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები