რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება

ვლადიმირ მედინსკი

უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შემდეგ კვირას ჟენევაში გაიმართება

რუსული სამთავრობო მედია Interfax-ისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების მიხედვით, მხარეებს შორის შვეიცარიაში მოლაპარაკებები 17-18 თებერვალს შედგება.

გამოცემა Politico-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა მათ, მოლაპარაკებების ადგილმდებარეობისა და დროის დადასტურებასთან ერთად, აცნობა, რომ უკრაინის დელეგაციამ შეხვედრისთვის მომზადება უკვე დაიწყო. 

Politico-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 

ცნობისთვის, მოლაპარაკებების წინა რაუნდი თებერვლის დასაწყისში აბუ-დაბიში გაიმართა. 

კომენტარები