რუსული რეჟიმი

სხდომის ოქმის დახევისთვის ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს

ბაია მარგიშვილი
პუბლიკა

სასამართლოზე სხდომის ოქმის დახევისთვის აქციების მონაწილე ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ინფორმაცია ტაბულას ბაია მარგიშვილმა დაუდასტურა.

აქტივისტს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს.

მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაია მარგიშვილის პროცესი გაიმართა. მას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. მარგიშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომის ოქმი დახია.

კომენტარები