საქართველო-აშშ

კობახიძე აშშ-ზე: ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვსურს

[ურთიერთობების გადატვირთვა] არსებითად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია. ჩვენი სრული ღიაობაა გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ბოლო დროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, ოპტიმისტურად განგვაწყობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ამ მიმართულებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს დაველოდებით.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

კომენტარები