რუსეთი

რუსეთის დაზვერვა: გენერალ ალექსეევზე თავდამსხმელი კიევიდან მოსკოვში თბილისის გავლით ჩავიდა

ვლადიმირ ალექსეევი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პირი, ლიუბომირ კორბა რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა. 

ФСБ ასევე ირწმუნება, რომ კორბა ის უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო. 

ცნობისთვის, ვლადიმირ ალექსეევი 6 თებერვლის თავდასხმას გადაურჩა და ის საავადმყოფოში მძიმე მდომარეობაში გადაიყვანეს.

თავდასხმის შემდეგ, ლიუბომირ კორბა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ დუბაიში დააკავეს და რუსეთს გადასცეს.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორების მხარდაჭერით, ქალაქ დუბაიში დააკავეს და რუსეთის მხარეს გადასცეს რუსეთის მოქალაქე კორბა ლიუბომირი, დაბადებული 1960 წელს, რომელიც აღნიშნული დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო" - ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.

კომენტარები