ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეულში ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 2

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ორი. შემთხვევა 8 თებერვალს ღამის საათებში მოხდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები