რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ დუბაიში დააკავეს და რუსეთს გადასცეს პირი, რომელიც რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსის პირველ მოადგილეს, ვლადიმირ ალექსეევს ესროლა.
"არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორების მხარდაჭერით, ქალაქ დუბაიში დააკავეს და რუსეთის მხარეს გადასცეს რუსეთის მოქალაქე კორბა ლიუბომირი, დაბადებული 1960 წელს, რომელიც აღნიშნული დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო" - ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.
ФСБ ასევე წერს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად "დადგენილია ამ დანაშაულის თანამზრახველებიც - რუსეთის მოქალაქეები: ვიქტორ ვასინი, დაბადებული 1959 წელს, რომელიც მოსკოვში დააკავეს და ზინაიდა სერებრიცკაია, დაბადებული 1971 წელს, რომელიც უკრაინაში გაიქცა". ФСБ-ში განაცხადეს, რომ დანაშაულის ორგანიზატორების ძებნა გრძელდება.
ცნობისთვის, ვლადიმირ ალექსეევი 6 თებერვლის თავდასხმას გადაურჩა და ის საავადმყოფოში მძიმე მდომარეობაში გადაიყვანეს.





