7 თებერვალს ქალაქ სომბატჰეიში გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინა ქვეყნის "მტრად" გამოაცხადა.
გამოცემა Index-ის ინფორმაციით, სიტყვის გამოსვლის დროს ორბანმა გააკრიტიკა უკრაინის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა რუსული ენერგორესურსების შეწყვიტოს.
"ნებისმიერი, ვინც ამას ამბობს, უნგრეთის მტერია, ასე რომ, უკრაინა ჩვენი მტერია." - თქვა მან.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს.
"უნგრელებს არ უნდა სურდეთ უკრაინელებთან სამხედრო ან ეკონომიკური თანამშრომლობა, რადგან ისინი ომში გვითრევენ." - დაამატა მან.





