კობახიძის განათლების რეფორმა

ზურაბიშვილი: ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დანგრევა

ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დანგრევა, ეს არის იმ ძველ სისტემასთან დაბრუნება, რომელიც არც განათლებას უზრუნველყოფს და არც თავისუფალ აზროვნებას.

პირდაპირ წყვეტს ჩვენს კავშირებს ევროპულ, თავისუფალ განმანათლებელ სივრცესთან, რაც ასევე ძალიან პრობლემურია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვისარგებლეთ Erasmus+ - ით და უამრავი ჩვენი სტუდენტი ამ გზით წავიდა და მიიღო დამატებითი განათლება ევროპაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ამიტომ, ყველა ამ კუთხით, ეს არის გაუგებარი და ერთადერთი ამის გამართლება იმ ხალხის თვალში, რომელიც ამას აწყობს, არის ის, რომ მეტი კონტროლი დააწესონ უნივერსიტეტზე, სტუდენტებზე, მეტი კონტროლი პროფესორებზე. 

თქვა საპროტესტო მსვლელობისას TV პირველთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები