სტუ-ს რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, მათი თხოვნაა, რომ ორივე უნივერსიტეტიდან [თსუ, სტუ] შეიქმნას ჯგუფი, "რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ."
ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ივანიშვილის განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. თქვენ თვითონ ხედავთ დღეს რამდენი ხანი მიდიოდა საუბარი, ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო, რა თქმა უნდა, ემოციებიც არის. ბატონმა მინისტრმა გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ტელევიზიითაც გააჟღერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა, რა გადაწყვეტილებაც გუშინ მიიღო ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭომ, ფაკულტეტების, ინსტიტუტ-სამეცნიერო და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. საზოგადოებამ იცოდეს, რომ იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გაგრძელდება დიალოგი.
ბატონი გივისადმი და პრემიერმინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება. მინისტრი უახლოეს დღეებში მოგვახსენებს [როდის შედგება]." - ამბობს გურგენიძე.
სტუ-ს რექტორის თქმით, კომისიაში ინჟინრის არყოფნამ "ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია", რაშიც, მისივე თქმით, გივი მიქანაძე დაეთანხმა.
"ერთადერთი რაც იყო კიდევ ჩვენი მოთხოვნა, რომ კომისიაში არ იყო ინჟინერი. ამან გამოიწვია ძალიან ბევრი პრობლემა, მინისტრი დაგვეთანხა. საინჟინრო დარგი სულ სხვა დარგია, საინჟინრო, ტექნოლოგიური და მითუმეტეს დღეს ციფრულ ეპოქაში - სულ სხვა დარგია. ამიტომ, ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ჩვენგან იქნებიან წარმოდგენილები ცნობილი მეცნიერები, ინჟინრები, პრაქტიკოსები. ეს არის ჩვენი წინადადება, ბატონი მინისტრი ამას განიხილავს და გვექნება საუბარი." - ამბობს გურგენიძე.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უნივერსიტეტების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, თუმცა "იტოვებენ და თხოულობენ დიალოგს, რამეთუ ორივე უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმა."
კითხვაზე, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და კონსენსუსი ვერ შედგება, რას აპირებენ უნივერსიტეტები, გურგენიძემ უპასუხა:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივა [კონსენსუსამდე]. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პრემიერმინისტრის, რომელიც თვითონ აკადემიური წრეებიდან არის და ის ინჟინრების ხმას გაიგებს."
6 თებერვალს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შესაძლო გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდნენ.
- სამუშია: გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება
-
შევთავაზეთ დროებითი მმართველი საბჭოს შექმნა – მიქანაძე თსუ-ს და სტუს გაერთიანებაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე 29 იავარს განაცხადა.
მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს".





