თანამდებობის ბოროტად გამოყენება

უკანონოდ მფარველობდა ცოლის მშობლების ბიზნესს – შსს-მ დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ე.კ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები