გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) დეპუტატი იორგ დორნაუ დააკავეს. გამოძიების თანახმად, ის ბელარუსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ლაიფციგის პროკურატურის ცნობით, დორნაუ ბელარუსში ტექნიკის უკანონო ექსპორტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის აგვისტოში იორგ დორნაუმ საბოლოო დანიშნულების პუნქტად ყაზახეთის მითითებით გააგზავნა ტექნიკა, რომელიც რეალურად ბელარუსში გადაიტანეს.
პოლიციამ დორნაუს საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, პარლამენტმა კი მისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმებას უყარა კენჭი. მანდატის გაუქმების შემდეგ კი დორნაუ პლენარული სხდომის დარბაზში დააკავეს.
AfD-ს საქსონიის ფრაქციის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ მიზეზს, თუ რატომ უნდა დაეკავებინათ დორნაუ დაუყოვნებლივ, საპარლამენტო სესიის დაწყებამდე. მათი თქმით, დორნაუს დარბაზში დაკავება "მედიისთვის დადგმული" იყო.
გერმანული მედიის ცნობით, იორფ დორნაუს ბიზნესკავშირები აქვს ბელარუსის მმართველ წრეებთან და ფლობს სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ბელარუსში. მედიის ცნობით, მის პლანტაციებში, სავარაუდოდ, ბელარუს პოლიტპატიმრებს ამუშავებდნენ. მტკიცებულებების სერიოზულობის მიუხედავად, დორნაუ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებდა.





