ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად გაასამართლა და თავისუფლების 6 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. განცხადება რუსეთის გენპროკურატურამ გაავრცელა.
რუსეთის გენპროკურატურა ბარამიძეს უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლობაში სდებს ბრალს და მასზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს.
2022 წლის თებერვალში გიორგი ბარამიძე უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგიონში მოხალისედ გაწევრიანდა.





