X

მასკის X-ის საფრანგეთის ოფისებში სამართალდამცველებმა რეიდები ჩაატარეს

ილონ მასკი
Bloomberg/Getty Image

ილონ მასკის სოციალური ქსელი X-ის ფრანგულ ოფისებში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის დანაყოფმა ევროკავშირის ევროპოლთან ერთად რეიდები ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება X-ის ხელოვნურ ინტელექტ Grok-თან დაკავშირებულ საქმეს. პარიზის პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიება უკავშირდება სექსუალური შინაარსიის დიპფეიქებს, ბავშვთა სექსუალური შევიწროების მასალის გავრცელების ხელშეწყობასა და ჰოლოკოსტის უარმყოფელი შინაარსის გავრცელებას.

საფრანგეთში გამოძიება გასულ თვეში Grok-ის მიერ გენერირებული სექსუალური შინაარსის ე.წ. დიპფეიქების გამო დაიწყეს. აქამდე Grok-ის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრული იყო ანტისემიტური და ჰოლოკოსტის უარმყოფი ტექსტების შექმნის ბრალდებით.

პროკურატურის პრესრელისში ნათქვამია, რომ X-ის მფლობელი, ილონ მასკი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო "მოხალისეობრივ ინტერვიუებზე" 20 აპრილისთვის დაიბარეს.

"ამ ეტაპზე, ამ გამოძიების წარმოება კონსტრუქციული მიდგომის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია უზრუნველყოს, რომ პლატფორმა X საფრანგეთის კანონმდებლობას შეესაბამებოდეს, [საფრანგეთის] ეროვნულ ტერიტორიაზე ოპერირების ფარგლებში." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მცირე ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იანვარში, 11 დღეში Grok_მა შექმნა 3 მილიონამდე სექსუალური შინაარსის სურათი, მათ შორის 23 000-ში ბავშვები ფიგურირებდნენ.

ევროკავშრის ონლაინ პლატფორმების სახელმძღვანელოს ფარგლებში ახალი საქმე გახსნა ევროპულმა კომისიამაც. მათუ განცხადების მიხედვით, განიხილავენ აპლიკაციის დაბლოკვას ხელოვნური ინტელექტის კანონის ფარგლებში.

კომენტარები