კრიმინალი

შსს: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, რომელმაც ცოლი დანით დაჭრა (VIDEO)

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს. დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები