ირანი

AFP: ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ერფან სოლთანი
CNN

AFP-ს მიხედვით, ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოს სოლთანის ადვოკატმა დაადასტურა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, Hengaw-იც ავრცელებს

სოლთანის ადვოკატის, ამირ მოუსახანის თქმით, მისი კლიენტი2 მილიარდი თომანის ($12 600) ღირებულების გირაოს სანაცვლოდ "გუშინ გაათავისუფლეს და მან ყველა თავისი ნივთი დაიბრუნა, მათ შორის, ტელეფონიც". 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სოლთანი 10 იანვარს აქციაზე დააკავეს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერდა, რომ რეჟიმის წარმომადგენლებმა სოლთანის ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და შეატყობინეს, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმებოდა.

მოგვიანებით, ირანის რეჟიმმა უარყო, რომ სოლთანის სიკვდილით დასჯას გეგმავდა და განაცხადა, რომ მას  "ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში ედება ბრალი", რაც, დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. 

19 იანვარს CNN -მა დაწერა, რომ სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე ცოცხალი იყო, ფიზიკურად ჯანმრთელად იყო და მას საკუთარ ოჯახთან შეხვედრის უფლება მისცეს. სოლთანს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, Hengaw-ის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

კომენტარები