თბილისის მერია

თბილისის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით იზრდება - კალაძე

კახა კალაძე
თბილისის მერია

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი კიდევ 296 მილიონი ლარით იზრდება. კალაძემ ისაუბრა, თუ რის ხარჯზეა შესაძლებელი ბიუჯეტის მოცულობის გაზრდა.

"ამ თვეში თბილისის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს გასული წლის ნაშთი - 17 მილიონი ლარი უკვე დაემატა. ამჯერად, მასში კიდევ ერთი ცვლილება შედის - 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს მიღებული გადაჭარბებული შემოსავლებით, 273 მილიონ 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით - ამ თანხიდან 190 მილიონი ლარია დამატებითი შემოსავლებიდან მიღებული თანხა. ასევე, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 მილიონ 560 000 ლარით. 

შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 296 მილიონი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 506 მილიონ 978 300 ლარს შეადგენს". - თქვა კალაძემ.

კალაძემ თქვა, თუ როგორ გადანაწილდება ეს დამატებითი თანხა.

  • ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლება 123 მილიონი 719 200 ლარი;
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენას 68 მილიონ 292 800 ლარი დაემატება;
  • განათლება 51 მილიონი ლარი;
  • კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 18 მილიონი ლარი;
  • ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 15 მილიონ 742 500 ლარი;
  • 4 ბაგა-ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია 11 მილიონ 400 000 ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა 10 მილიონი ლარი; 
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარება 6 მილიონ 411 300 ლარი;
  • ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 3 მილიონ 361 500 ლარი;
  • ფილრვის სკრინინგის პროგრამას 3 მილიონი ლარი დაემატება;
  • თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 1 მილიონ 303 000 ლარი
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 350 000 ლარი;

ასევე, ამ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზება-განახლება". - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები