ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, რომელიც შენიღბული შეიძლება იყოს: ფიზიკურ პირზე მიცემული, ორგანიზაციაზე, ფილიალზე, შპს-დ დარეგისტრირება, ხომ გახსოვთ, გზა იპოვეს და ქართველმა და ეროვნულმა, ვით`ომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს დარეგისტრირება, - ნურას უკაცრავად, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით.
[...] ახლა დაიწყება სპეკულაციები, ცრუ ინფორმაციები. [...] ხელისუფლება ცდილობს, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, ამ მესიჯების აგენტი ავტორებისგან, აი, იმ უსამშობლოებისგან, ქვეყნის მოღალატეებისგან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან და პირგამომშრალი ელოდებიან... ნახეთ, როგორ იმოქმედა ჩვენმა კანონებმა, რომლებიც მივიღეთ. [...] ახლა სრულიად გამომშრალები, თანხაშეზღუდულები, ეს აგენტურა ელოდება, რომელი გზით წავიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ ბინძური სქემისგან, რომლის თვალდახუჭული აღმსრულებლები არიან, პატრიოტიზმის სახელით, ეს უსამშობლოები.
გრანტების რუსული კანონი
კირცხალია: ნებისმიერი შენიღბული გრანტი თუ იქნება, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით





