თავისუფლების უკანონო აღკვეთა

ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს – შსს-მ მარნეულში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნ.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2006 წელს დაბადებულ უ.კ.-ს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ბ.-ც.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები