აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა

აშშ-ს სასაზღვრო პატრულის უფროსი და რამდენიმე იმიგრაციის აგენტი მინეაპოლისს დატოვებენ

აშშ-ის სასაზღვრო პატრულის უფროსი, გრეგორი ბოვინო და რამდენიმე იმიგრაციის აგენტი ქალაქ მინეაპოლისს დატოვებენ, მას შემდეგ, რაც შაბათს ფედერალური ოფიცრების მხრიდან სროლის შედეგად აშშ-ს მეორე მოქალაქე დაიღუპა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბოვინოს სოციალურ მედიაზე წვდომა შეუჩერა, თუმცა, ის თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, მინეაპოლისში თეთრი სახლის საზღვრის კოორდინატორი, ტომ ჰომანი გაიგზავნება, რომელიც ქალაქში ოპერაციებს უშუალოდ უხელმძღვანელებს.

ამასთან, დღეს ჰომანი მინეაპოლისის მერს, ჯეიკობ ფრეის "შემდგომი ნაბიჯების განსახილველად" შეხვდება.

გარდა ამისა, გუშინ მინესოტას შტატის გუბერნატორობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, კრის მადელმა განაცხადა, რომ ის ფედერალური აგენტების მიერ მეორე ადამიანის მკვლელობის გამო, ის წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს.

აღსანიშნავია, რომ მადელი, როგორც ადვოკატი, სასამართლოში იმ იმიგრაციის აგენტს წარადგენდა, რომელმაც სამი გასროლით აშშ-ს მოქალაქე რენე გუდი მოკლა.

კომენტარები