ცნობილი იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში თავის რომის რეზიდენციაში, "საყვარელი ადამიანების გარემოცვაში," გარდაიცვალა.
ინფორმაცია ვალენტინოს ფონდმა სოციალურ მედიაში გაავრცელა და დაწერა, რომ "ვალენტინო გარავანი დღეს თავის რომის რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა."
ვალენტინო იტალიის ქალაქ ვოგერაში 1932 წელს დაიბადა. ხოლო პარიზში მოდის სკოლის გავლის შემდეგ, 1960 წელს, მან საკუთარი კომპანია დააარსა.
გარავანი პენსიაზე 2008 წელს, თანამედროვე მოდის შექმნაში თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში განმსაზღვრელი წვლილის შეტანის შემდეგ, გავიდა, რა პერიოდშიც მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის სახლი შექმნა.





