წითელი ცირკულარით ძებნილი

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები