შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
“დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის
საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მარნეულში დააკავეს”. - წერს შსს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს.
წითელი ცირკულარით ძებნილი
მარნეულში შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა





