საქართველო-აშშ

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი ბოჭორიშვილის მოადგილეს შეხვდა – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელს შეხვდა. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 იანვარს შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და აშშ-ს მიერ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს შეეხებოდა. 

"შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.

კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

14 იანვარს გამოცემა Fox News Digital მათ მიერ ნანახ მემორანდუმზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.

კომენტარები