BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

მივიღეთ საჩივარი და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ - BBC რადიო თავისუფლებას

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, BBC-მ ქართული ოცნების საჩივარი მიიღო და მას დადგენილი პროცედურების შესაბამისად უპასუხებენ. მათივე ცნობით, ბრიტანული გამოცემა კვლავაც მხარს უჭერს ჟურნალისტების ნამუშევარს.

"ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ... ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში." - უთხრა BBC-ის სპიკერმა რადიო თავისუფლებას.

ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. ეს შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა

პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საჩივრით გუშინ, 14 იანავრს მიმართეს. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.


2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

2025 წლის 6 დეკემებერს სუს-მა განაცხადა, რომ " BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი".

კომენტარები