საქართველოს სტატისკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 5 ლარით და 10 თეთრით შემცირდა და 283.3 ლარი შეადგინა. ნოემბერში ანალოგიური მაჩვენებელი 288.4 ლარი იყო.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის 4 ლარით და 50 თეთრით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა. 2025 წლის ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 255.4 ლარი იყო.
ორივე მაჩვენებლი გაზრდილია 2024 წლის დეკმბერთან შედარებით, ერთ წელის წინ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260.3 ლარი იყო. 2025 წლის შესაბმის პერიოდში კი 23 ლარით მეტია.
2024 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 230.5 ლარს შეადგენდა, ერთი წლის განმავლობაში კი 20.4 ლარით გაიზარდა.
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას
საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.





