აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე პერსონალის რაოდენობას ამცირებენ. როგორც ოფიციალურმა პირებმა ტელეკომპანია CBS-ს უთხრეს, პერსონალის ნაწილობრივი გაყვანა აშშ-სგან "უსაფრთხოების ზომა" იყო.
კატარის მთავრობის განცხადებით, აშშ-მ მიერ აღნიშნული ზომები "რეგიონში არსებული დაძაბულობის საპასუხოდ" მიიღო.
ამასთან, BBC-ს ცნობით, პერსონალის რაოდენობას ასევე ამცირებს გაერთიანებული სამეფოც.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "დახმარება გზაშია". პასუხად, ირანის რეჟიმმა განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებზე შურს იძიებს.





