ირანი

ირანული მედიის ინფორმაციით, მოკლულია ისლამური რევოლუციის გვარდიის პოლკოვნიკი, მაჰდი რაჰიმი

ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) პოლკოვნიკი, მაჰდი რაჰიმი მოკლულია.

ჯერჯერობით უცნობია რაჰიმის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი. თუმცა, სოციალურ ქსელში და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლკოვნიკი აქციის მონაწილეებმა საკუთარ სახლში მოკლეს. 

პარალელურად, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი. 

კომენტარები