კრიმინალი

POG: 1-ელ იანვარს, ყვარელში შვილთან ერთად იძალადა მეზობელსა და მეუღლეზე, მეზობელი 8-ში მოკლა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 1 იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ლ.ჩ.-მ საკუთარ შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და მეზობელზე, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

8 იანვარს, ლ.ჩ. მეზობლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა" - წერს პროკურატურა.

უწყების ცნობითვე, ლ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გამზრახ მკვლელობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით (მუქარა) წარედგინა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მის შვილს კი 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეუამდგომლობით მიმართავენ.

კომენტარები