ირანი

რეზა ფეჰლევი: მილიონობით ირანელი თავიანთ თავისუფლებას ითხოვს

მილიონობით ირანელი ამაღამ თავიანთ თავისუფლებას ითხოვს. ამის საპასუხოდ რეჟიმმა ირანში ყველა სახის კომუნიკაცია გათიშა. გამორთო ინტერნეტი. გადაჭრა სახმელეთო ხაზები. შესაძლოა, სატელიტური სიგნალის ჩახშობაც სცადოს. მინდა მადლობა ვუთხრა თავისუფალი სამყაროს ლიდერს, პრეზიდენტ ტრამპს, დანაპირების გამეორებისთვის, რომ რეჟიმს პასუხს აგებინებს. დროა, რომ მას სხვებმაც, მათ შორის, ევროპელმა ლიდერებმაც, მიბაძონ, ხმა ამოიღონ და ირანელი ხალხის მხარდასაჭერად უფრო გადაჭრით იმოქმედონ. მათ მოვუწოდებ, გამოიყენონ ხელთ არსებული ყოველგვარი ტექნიკური, ფინანსური და დიპლომატიური რესურსი, რათა ირანელ ხალხთან კომუნიკაცია აღდგეს იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხმისა და ნების მოსმენა და დანახვა. ნუ დაუშვებთ, რომ ჩემი მამაცი თანამემამულეების ხმა ჩახშობილი იყოს.

წერს ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე და ოპოზიციური ფიგურა, პრინცი რეზა ფეჰლევი X-ზე.

კომენტარები