აშშ-კოლუმბია

ტრამპი: კოლუმბიას მართავს ავადმყოფი, რომელიც კოკაინს აწარმოებს, მალე ვეღარ გააგრძელებს

ჩვენ ჩართული ვართ საქმეში, რომ გარშემო გვყავდეს ქვეყნები, რომლებიც იქნებიან სიცოცხლისუნარიანები და წარმატებულები, საიდანაც ნავთობი თავისუფლად გამოვა, რადგან ეს ფასების დაწევისთვის კარგია, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი. ის მეზობელი არაა, მაგრამ მეზობლობასთან ახლოს არის. და ეს არის ვენესუელა. ის ძალიან ავადაა. კოლუმბიაც ძალიან ავადმყოფია, მართავს ავადმყოფი კაცი, რომელსაც მოსწონს კოკაინის კეთება და მისი შეერთებული შტატებისთვის მიყიდვა და ის ამას დიდი ხნით ვეღარ გააგრძელებს... ის ამას დიდი ხანი ვეღარ გააგრძელებს. მას აქვს კოკაინის ქარხნები, ამას მალე ვეღარ გააგრძელებს. 

[ჟურნალისტი - ანუ იქნება აშშ-ს ოპერაცია კოლუმბიაში?]

ეს ჩემთვის კარგად ჟღერს... იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტზე,  გუსტავო პეტროზე.

 

კომენტარები