ახალი წელი 2026

კალაძე: დიდი მოთხოვნის გამო, საახალწლო სოფლის მუშაობა 14 იანვრამდე გახანგრძლივდება

დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოების და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება.

14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები - წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას.

თბილისის მერიის ცნობით, თქვა კახა კალაძემ FB-LIVE-ში.

კომენტარები