დღეიდან, ძალაში შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითად, პენსია 20 ლარით იზრდება. ასევე ეზრდებათ ხელფასები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და 370 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარი;
- 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 45 ლარით და 495 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარი;
- ასევე ბიუჯეტის პროქეტის მიხედვით, გარდა პენსიისა, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების სოციალური გასაცემელი გაიაზრდება 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთათვის 20 ლარით;
რაც შეეხება თანამდებობების პირების ხელფასებს, საბაზო ხელფასი 2026 წლის პირველი იანვრიდან 1 480-ლარიდან 1 600 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები მიბმულია საბაზო ანაზღაურებაზე, რომელიც მრავლდება პარლამენტის მიერ დადგენილ კოეფიციენტზე. კოეფიციენტი უცვლელია, საბაზო ხელფასი ყოველი წლის ბიუჯეტში თავიდან დგინდება.
2026 წლის პირველი იანვრიდან:
- პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1 400 ლარით გაიზრდება და 16 000 ლარი იქნება.
- მინისტრების ხელფასი 1 190 ლარით გაიზდება და 13 600 ლარი იქნება.
- მინისტრის პირველი მოადგილის 1 050 ლარით გაიზრდება და 12 000 გახდება.
- მინისტრის მოადგილის 1 015 ლარით გაიზრდება და 11 600 იქნება.
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 1 288 ლარით გაიზრდება 14 720 ლარი იქნება.
- დანარჩენ ვიცე-სპიკერებს თანამდებობრივი სარგო 1 260 ლარით გაეზრდებათ და 14 400 ლარს აიღებენ.
- ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი 1 190 ლარით გაიზრდება და 13 600 იქნება, მათი მოადგილეების კი 1 162 ლარით და 13 280 ლარს გაუტოლდება.
- პარალმენტის დეპუტატების ხელფასი 1 120 ლარით გაიზრდება და 12 800 ლარი იქნება.
ხელფასი ემატებათ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წარმომადგენლებსაც, ა/რ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 1 190 ლარით გაიზრდება 13 600 ლარი იქნება, ამდენივე იქნება ა/რ-ს მთავრობის თავმჯდომარის ანაზღაურებაც.
ა/რ-ის მინისტრი 9 600 ლარს აიღებს, ა/რ-ის მინისტრის მოადგილე 8 000 ლარს.
იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების ხელფასი 16 000 ლარი გახდება, მოსამართლეების 13 600.
სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების სარგო 12 960 ლარით განისაზღვრა. საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების კი 11 520 ლარით.
1 260 ლარით იზრდება სახალხო დამცველის ხელფასიც, რომელიც 14 400 ლარს მიიღებს.
2024 წლის მარტში მიღებული კანონის თანახმად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ყოველწლიურად იზრდება.





