თბილისში, ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი აბაშაში დააკავეს.
ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





