უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება

საქართველოდან უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე გააძევეს - შსს

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. მათივე განცხადებით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალებათ.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებული არიან: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის - ჯამში 63 მოქალაქე:. - წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოდან ჯამურად1 302 ადამიანი გააძევეს.

კომენტარები