4 ოქტომბრის საქმე

კობახიძე ახალაიაზე: მძიმე ფაქტია, რომ წარსულში მხილებულები ფიქრობენ დანაშაულის ჩადენაზე

4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. და ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით გაირკვა, დაზუსტდა, ამ ორგანიზებაში მონაწილეობდა კონკრეტული პირი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანარჩენს დააზუსტებს, რა თქმა უნდა გამოძიება, რომელიც, ბუნებრივია, გაგრძელდება.

თავისთავად მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, და თქვენ იცით, რა ხდებოდა კონკრეტულად სასჯელაღსრულების სისტემაში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენაზე, როგორც ირკვევა ამ გამოძიებიდან, და უფრო მეტიც, სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ცხადია, მათ სურთ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ წლების წინ, 2012 წლამდე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი, მათ შორის, ამას, პირველ რიგში, აქვს პრევენციული მიზანი. ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას პირდაპირი გაგებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში.

დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ექსმინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია 4 ოქტომბრის საქმეზე ახლა უკვე "ბრალდებულ ორგანიზატორებთან" და გასცემდა დირექტივებს

კომენტარები