სურსათის ფასები

არ შეიძლება ისეთი ბიზნესი ბოგინობდეს, რომელიც გაჭირვებული ფენის ჯიბით სარგებლობს - ვოლსკი

გია ვოლსკი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ივანიშვილის დეპუტატი, გია ვოლსკი საქართველოში პროდუქციაზე მაღალი ფასების თემას გამოეხმაურა. 

"ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, რაც შეიძლება სწრაფად, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იმიტომ რომ არ შეიძლება, ქვეყანაში ისეთი ბიზნესი ბოგინობდეს, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ფენის ჯიბით სარგებლობდეს და ამით მდიდრდებოდეს". - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სურსათის ფასების შესწავლას იწყებს.

კობახიძემ თქვა, რომ "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". 

კომენტარები