"ერთი ნაწილი დაკავშირებულია წმინდად კორუფციულ, ანგარების ნაწილთან, ხოლო მეორე ეპიზოდი, რომელიც ქოლ-ცენტრებს შეეხება ის არის დაკავშირებული უფრო მეტთან - ფულის მოპოვების უკანონო გზებთან არის დაკავშირებული პირველ რიგში და ასევე რაღაც ურთიერთობებთან იმ პირებთან, რომლებიც ფლობენ და აფინანსებენ ოპოზიციურ მედიებს და ისინიც ფლობდნენ ამ ქოლ-ცენტრების უდიდეს ნაწილს, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ ამ თანხებს უცხოელებისგან. [...]
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს კორუფცია და ეს ეპიზოდი, არ შეეხება ვინმე რიგით ან დაბალი რანგის საჯარო მოხელეს, შეეხება წლების განმავლობაში სპეცსამსახურის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, ის როდესაც ამ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა ჰქონდა იმის უნარი და საშუალებებიც, რომ მიეჩქმალა და დაეფარა. ეს ადვილი გამოსავლენი არ არის, ძალიან კარგად გესმით, რა დონეზე შეეცდებოდა სპეცსამსაუხრის ხელმძღვანელი თავის უკანონო საქმიანობის შენიღბვას. ამიტომ დასჭირდა ამდენი დრო. როდესაც ახალი გუნდი მივიდა პროფესიონალებისა სუს-სა და გენერალურ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, მათ შეძლეს ამ სქემის გამოვლენა, იმიტომ, რომ ამ სქემის მიჩქმალვაც პროფესიონალების ხელით ხდებოდა.
სუს-ს და გენერალური პროკურატურის ახალი გუნდების ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი გახდა პროფესიონალების მიჩქმალული ეს დანაშაული გამოევლინათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყოლოდნენ. კიდევ უფრო ღრმადაც მიდიან და შეეცდებიან ყველა მოტივი დაადგინონ.
[...] ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით. ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი ხომ არაა?!
მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იმთავითვე განმარტა, რომ ეს საფრთხე არსებობს, როდესაც მმართველი პარტია თითქმის უკონკურენტო რჩება იმის გამო, რომ ოპოზიცია რევოლუციური სიტუაციებს მეტს არაფერს არ აკეთებს და სერიოზულად პოლიტიკურად ოპონირებას არ უწევს მმართველ პარტიას, ასეთ ვითარებაში თვითონ შიგნით უნდა გამოინახოს ეს ძალები.
ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებშიც მივიდა ახალი გუნდი და უკვე აღარ მოერიდნენ იმას, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქულებს მოგვიმატებდა თუ დაგვაკლებდა. მათ განაცხადეს, რომ კორუფცია არის უდიდესი სენი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, თუ მინიმუმამდე მაინც არ იქნება დაყვანილი. მიუხედავად იმისა, ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ არა, ამ სენის ნაწილზე ხმამაღლა ვიტყვით და ხმამაღლა დავიწყებთ ამის მკურნალობას. ამის მომსწრეები ვართ.





