კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი

რჩება პრინციპული გამოწვევები - ომბუდსმენი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა კანონზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონს ეხმაურება, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო.

ომბუდსმენის განცხადებით, იგი აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის ინიციირების დღიდან განხილვის პროცესში, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. 

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის წარდგენინსას სახალხი დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, რომ წამყავნი კომიტეტის სხდომაზე დეტალური ინიციატივებს წარმოადგენენ. მისი თქმით, მთავარია რომ რეაბილიტაციის ცენტრი ირიბად მაინც არ დაემსგავსოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არ შეზღუდოს ბავშვების თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით." - წერია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის წარდგენინსას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, რომ მთავარია რეაბილიტაციის ცენტრი ირიბად მაინც არ დაემსგავსოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არ შეზღუდოს ბავშვების თავისუფლება.

სახალხო დამცველის ინიციატივა იყო, რომ რეაბილიტაციის ცენტრი ყოფილიყო ჯანდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარებაში, თუმცა არ გაითვალისწინეს და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვენენ. ახალი კანონით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურირის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ.

კანონში წერია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მოთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ უკიდურეს შემთხვავში გამოსაყენებელი ზომა იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მას დამუტკიცდება ქმედება, რომელიც სისხლის სამართალში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაშია. 

კომენტარები