ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს ორი პირი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია დედა-შვილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





