ჩვენ ჯერ კიდევ ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და ახლა იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ეს არის - შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ, თვითონვე მოაწერინეს ხელი იმაზე, რომ ომი თავად დაიწყეს - ეს არის ვასალების ბედი, ეს არის მათი ბედი, ვინც მარიონეტები არიან.
როცა მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ, შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია.
ეს არის ის განაჩენი, რომელიც ყველა მარიონეტს საბოლოო ჯამში გამოუტანს ხოლმე ისტორია.





